კობა გვენეტაძემ ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

კობა გვენეტაძემ ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პანელურ დისკუსიაში ვრცლად ისაუბრა ქვეყანის განვითარებისა და წინსვლისათვის ფინანსური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული ბანკის მიერ უკანასკნელ პერიოდში გლობალური შოკების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები გააცნო მან აღნიშნა, რომ COVID-19-ის და რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა ვითარებამ და გლობალურად მზარდმა ინფლაციამ საქართველოს ეკონომიკაზეც იქონია ზეგავლენა. შესაბამისად, ორმაგი მასშტაბური შოკის ნეგატიური გავლენების შესარბილებლად, აუცილებელი იყო სათანადო ღონისძიებების გატარება.

“პანდემიამდე გატარებულმა ზომებმა უზრუნველყო ფინანსური სტაბილურობა ურთულეს პერიოდში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სტაბილურობისათვის ზრუნვა განგრძობადი პროცესია, რომელიც ანალიზს და სათანადო, ხშირად არაპოპულარული, ზომების გატარებას მოითხოვს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მან ასევე დეტალურად ისაუბრა ეროვნული ბაკნის მიერ საერთაშორისო სანქციების შესაბამისი ზომების შესახებ.

“აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციები ფინანსურ სექტორს დამატებით სირთულეებს უქმნის. საქართველოსთვის მთავარი სირთულე სანქციებია, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებისგან მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს. საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობა ტრანზაქციების დეტალურ და საფუძვლიან მონიტორინგს ნიშნავს, რაც ტრანზაქციების შეფერხებას იწვევს. თუმცა, ეს არა მხოლოდ საქართველოს წინაშე მდგარი სირთულეა, არამედ ყველა იმ ქვეყნის ფინანსურ სექტორს ეხება, რომლებიც სანქციების მოთხოვნებს იცავენ.

ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის და ყველა სირთულის დაძლევის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ზომები ოპერატიულად მიიღო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება დაავალა. მეტიც, ეროვნული ბანკი, როგორც ზედამხედველი, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციითა და კონკრეტული სანქციების/ვალდებულებების დაზუსტებით სტანდარტების სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

ფინანსური ინსტიტუტების მიერ აღნიშნული სანქციებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისა და ეფექტური ზედამხედველობის შესაძლებლობის შესამცირებლად, სებ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან და უცხოეთის ქვეყნების პარტნიორებთან და აფართოებს საერთაშორისო სანქციების დაცვაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა შესაძლებლობებს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო ყოველწლიური კონფერენცია ამჯერად ამერიკისა და საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას დაეთმო..

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…